Belive

ზეედორფი | შავკანიან მენეჯერებს ევროპაში არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ნიდერლანდებისა და "მილანის" ლეგენდა - კლარენს ზეედორფი, ევროპულ ფეხბურთში შავკანიანი მენეჯერების ნაკლებობას აკრიტიკებს. ზეედორფის მტკიცებით, შავკანიან მენეჯერებს ევროპაში არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის მანძილზე, ზეედორფმა ევროპულ ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვა. დღემდე, კლარენს ზეედორფი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება სამი სხვადასხვა კლუბის მაისურით შეძლო ("აიაქსი", "რეალი", "მილანი"). საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ზეედორფი "მილანის" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მოგვევლინა, თუმცა წარუმატებლობის გამო, "როსონერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 4-თვეში გაათავისუფლეს. კლარენს ზეედორფი ასევე წვრთნიდა ესპანურ "დეპორტივოს", ჩინურ "შენჟენსა" და კამერუნის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს. ზეედორფმა კამერუნის ნაკრები 2-წლს წინ დატოვა და მას შემდეგ უსაქმოდაა. ნიდერლანდელი ლეგენდა წუხს, რომ ევროპიდან შემოთავაზება არ მიუღია.

"იტალიაში 12 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, შემდეგ კი "მილანის" მთავარი მწვრთნელი გავხდი - დიდებული სამუშაოს გაწევის მიუხედავად, იტალიიდან არავის დაურეკავს. ნიდერლანდები ჩემი სამშობლოა, მაგრამ არც ნიდერლანდებიდან დამიკავშირდნენ." "არ ვიცი შერჩევისას რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. დიდებულ ჩემპიონებს, რომელმაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თავი გამოვიჩინეთ, ევროპაში შანსი არ გვეძლევა. რატომ მოუწია ვიეირას - ნიუ იორკში და ანრის კანადაში წასვლა? (2016-18 წლებში, პატრიკ ვიეირა "ნიუ იორკ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. ტიერი ანრი MLS-ის ბინადარ "მონრეალს" ხელმძღვანელობდა.)" "მწვრთნელებისთვის არათანაბარი შესაძლებლობებია. დაკვირვების შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ წამყვანი ევროპული კლუბების მენეჯერების პოსტზე შავკანიანი მწვრთელები არ არიან. სიტუაციის შესაცვლელად ყველა უნდა გავერთიანდეთ - განსაკუთრებით ის ადამიანები, რომელთაც გადაწყვეტილების მიღება ევალებათ", - აღნიშნა კლარენს ზეედორფმა.

სხვა სტატიები