Belive

ზელინსკი: "ეს უკრაინის ნაკრებია, რომელიც არასდროს დანებდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელინსკიმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
"ვიცოდი, რომ დღეს ამ სიტყვებს მე და უკრაინა ერთად დავწერდით. ჩვენ მთელი გულით გამხნევებდით და გიხდით უდიდეს მადლობას. მთელი ქვეყანა ამაყობს თქვენით! რა ბედნიერებაა ამის დაწერა გამარჯვების შემდეგ. და იქნებ კიდევ გვქონდეს ამის შესაძლებლობა 1/4 ფინალის, 1/2 ფინალის ან შესაძლოა, ფინალის შემდეგაც. დღეს არ იყო შენ და ჩვენ. დღეს მთელი უკრაინა ერთნი ვიყავით. გუნდი, 40 მილიონზე მეტი ადამიანით. ნაკრები - უკრაინა, რომელიც ხასიათსა და ძალას გვაჩვენებს. განიცდის მტკინვეულ დარტყმებს, მაგრამ დგება და არასდროს ნებდება. უკრაინა იგებს! და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ეს რას ნიშნავს. მხოლოდ ერთი რამ - დიდება უკრაინას," - წერს ვოლოდიმირ ზელინსკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ შვედეთი 120-ე წუთზე გატანილი გოლით, 2:1 დაამარცხა. ანდრეი შევჩენკოს გუნდი მეოთხედფინალში ინგლისს შეხვდება.

სხვა სტატიები