Belive

ზეპ ბლატერი FIFA-სა და ჯანი ინფანტინოს სასამართლოში უჩივის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ყოფილი პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის განცხადებით, იგი მაისში FIFA-სა და ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ზეპ ბლატერის განცხადებით, მისი საჩივარის მოტივია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მან 2014 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 12 მილიონი ფრანკის ოდენობის ბონუსი მიიღო (€10,6 მილიონი). "ოთხშაბათს ჩემს ადვოკატებს შევხვდები. ჩემი სურვილია, დაიწყოს ძიება ჯანი ინფანტინოსა და FIFA-ს წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელს კი თვის ბოლოს შევიტანთ," აღნიშნა ბლატერმა. ზეპ ბლატერის თქმით, იგი აღნიშნულ საქმეში სრულიად მართალია და მორალური კომპანსაციისთვის ანაზღაურებას ითხოვს.

სხვა სტატიები