Belive

ზეპ ბლატერი: "ქურდი არ ვარ, უბრალოდ ინფანტინომ გადაწყვიტა, რომ გამანადგუროს" 

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი, რომელიც თაღლითობაშია ბრალდებული, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ყველა ბრალდებას უარყოფს.
"მინდა ჩემი ღირსების გასუფთავება. არ ვიცი რატომ, მაგრამ ინფანტინო არ მიღებს. ის ხელოვნურადაც კი ცდილობს ჩემს წინააღმდეგ საქმის აღძვრას. მას სურს ჩემი განადგურება ისევე როგორც ყველაფერი, რაც გავაკეთე, რადგან ფიქრობს, რომ ის ასე უკეთესი გამოჩნდება. უნდა ვთქვა, რომ ძალიან გაკვირვებული ვარ. მადანაშაულებენ და ეს აბსურდია, მე ქურდი არ ვარ. არ ვიცი, რატომ ვიყავი სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, ამის ათასობით, მილიონობით მოთამაშესაც არ ესმის. ეს არ არის შურისძიება, მაგრამ მე მინდა ჩემი კარმა განიწმინდოს. ეს ეხება ჩემს პატივს და ჩემს მიერ შექმნილი საფეხბურთო ორგანიზაციის ღირსებას. მე შევქმენი ფიფა არა მარტო, არამედ ასობით მწვრთნელთან ერთად, რომლებიც მუშაობდნენ იმისთვის, რომ ფეხბურთი ისეთი ყოფილიყო, როგორიც არის დღეს. ფეხბურთს ორ მილიარდზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. მსოფლიოში არცერთ სპორტში ასეთი რიცხვი არ არსებობს“, - განაცხადა ბლატერმა RTS-თან ინტერვიუში.
იოზეფ ბლატერს და მიშელ პლატინს 2 მილიონ ევროზე მეტის თაღლითობაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გარდა ამისა, ისინი ყველანაირ საფეხბურთო საქმიანობას 2015 წელს 8 წლით ჩამოაშორეს.  

სხვა სტატიები