Belive

ზესტაფონის მფლობელი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი და ბიზნესმენი - ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა. უბედური შემთხვევა მწვერვალ დედაენაზე - ცნობილი ხდება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ბიზნესმენი ილია კოკაია. კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც იგი დაცურდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა. ილია კოკაიამ 2004 წელს საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი დააფუძნა. 2010-2011 წლებში და 2011-12 წლების სეზონებში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. ზესტაფონელებმა ასევე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი და საქართველოს სუპერთასი მოიგეს. Live.ge მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის შესახებ და უსამძიმრებს ილია კოკაიას ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს.

სხვა სტატიები