Belive

ჟარდიმი: "მონაკო მწვერვალზე დაბრუნდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდებული გრანდების ფონზე, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ფაზაში ისეთი კლუბებიც გამოერევიან ხოლმე, სტატუსი ბევრს რომ არაფერს გვეუბნება, თუმცა ბრწყინვალე გუნდები ჰყავთ და თავს წლების განმვლობაში გვამახსოვრებენ ხოლმე. ერთ-ერთი მათგანი "მონაკოა", რომელსაც 3 წლის წინათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავდა. კილიან მბაპეს, ბერნარდო სილვას, ფაბინიოს, ტომა ლემარის და იმ სხვა ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომლებიც დღეს წამყვან ევროპულ კლუბებში ლიდერობენ, საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა შეძლო. ამჟამად "მონაკოს" რთული დროება უდგას. ნიჭიერმა ფეხბურთელებმა კლუბი დატოვეს და "მონაკოს" წინა სეზონში ლიგა 1-ში დარჩენისთვის ბრძოლა მოუხდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი მიიჩნევს, რომ "მონაკო" მწვერვალზე დაბრუნებას ისევ მოახერხებს. "მონპელიეში ცუდად ვითამაშეთ და დავმარცხდით, იმედგაცრუებული ვარ.  სეზონის დასაწყისში ისეთი კალენდარი გვქონდა, ყველა მოთამაშის გამოყენების შესაძლებლობა არ მოგვეცა, მაგრამ წინა შეხვედრაში ბევრი რამის გამოცდა შევძელით.  წინა სეზონთან შედარებით უკეთესი შემადგენლობა გვყავს. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი განვითარდება და სატურნირო ცხრილის მწვერვალზე დაბრუნებას შეძლებს",-თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები