Belive

ჟერომ ბოატენგისთვის ლონდონური კლუბები იბრძოლებენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონური კლუბები მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველით, 31 წლის ჟერომ ბოატენგით, ინტერესდებიან. "ჩელსი" და "არსენალი" გამოთქვამენ მზაობას, რათა ბოატენგი საკუთარ გუნდში იხილონ - აღნიშნულის შესახებ Daily Mail იუწყება. ბოატენგისა და ბაიერნის გზების გაყოფის შესახებ ხმები დიდი ხნის წინ გავრცელდა, როგორც ჩანს ეს განაჩენი სისრულეში ზაფხულის სატრანფერო პერიოდში მოვა. ჟერომ ბოატენს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი კიდევ 1 წლის ვადით აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელები მის გაყიდვას სარგებლიან ფასში შეძლებენ. ჟერომ ბოატენგს გერმანიის ნაკრებისა და ბუნდესლიგის მიღმა საკმაოდ მცირე პერიოდი აქვს გატარებული, მან 2010/11 წლების საფეხბურთო სეზონში "მანჩესტერ სიტის" ღირსება 16 მატჩის განმავლობაში დაიცვა. 2011 წლიდან დღემდე გერმანელი მცველი "ბაიერნის" რიგებში ირიცხება, მან გერმანულ კლუბში 192 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლიც მიითვალა.

სხვა სტატიები