Belive

ჟინოლა - კეინი მარადონას ჰგავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, "ტოტენჰემი" "ნიუკასლს" დაუპირისპირდა. ლონდონში, "ტოტენჰემ ჰოტსპურის" სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 5:1 დასრულდა. ჰარი კეინმა "სპურსის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ინგლისელმა შემტევმა მორიგი ბრწყინვალე პერფორმანსით, ფანების, ვარსკვლავებისა და საფეხბურთო მიმომხილველების აღფრთოვანება გამოიწვია. დევიდ ჟინოლამ ჰარი კეინი დიეგო მარადონას შეადარა.
"ეს ("ნიუკასლის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება) ძალიან შთაბმეჭდავი იყო. "სპურსი" საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ფეხბურთელები თავდაჯერებულები იყვნენ და საკუთარი თამაში ითამაშეს. "სპურსმა" ყველაფერი იდეალურად გააკეთა - პასები იდეალური იყო, დაგვირგვინება კი გასაოცარი".  "ჰარი კეინი გუნდის ახალი პლეიმეიკერია. ახლა ის მარადონას ჰგავს. თამაშობს მოედნის ცენტრში, იდეალური შორეული და მოკლე პასები, გოლები და საგოლე გადაცემები - სრულიად განსხვავებული ჰარი კეინი მივიღეთ. კეინის პერფორმანსი გასაოცარია. მატჩის დასრულების შემდეგ ვუთხარი: სირცხვილია, გოლის გატანა რომ ვერ შეძელი", - აღნიშნა დევიდ ჟინოლამ.
 

სხვა სტატიები