Belive

ჟირონა-რეალი (პრევიუ) - სოლარიმ ლიდერი მადრიდში დატოვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ''რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ, კოპა დელ რეის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩისთვის, ''ჟირონას'' წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა. სოლარის გადაწყვეტილებით დღევანდელ მატჩში ოქროს ბურთის მფლობელი ლუკა მოდრიჩი მონაწილეობას არ მიიღებს, მწვრთნელის აზრით ხორვატს დასვენება ესაჭიროება და მის ნაცვლად განაცხადში ახალწვეული ბრაჰიმ დიასი იქნება. აღსანიშნავია, რომ ''სამეფო გუნდს'' მარკო ასენსიო და კეილორ ნავასი დაუბრუნდნენ, რომლებმაც ტრავმის გამო რამდენიმე თამაში გამოტოვეს. შეგახსენებთ რომ, სანტიაგო ბერნაბეუზე ''რეალმა'' ''ჟირონა'' პირველ წრეში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. მატჩი გაიმართება თბილისის დროით 00:30-ზე მადრიდელების სრული შემადგენლობა კი ასეთია:
   

სხვა სტატიები