Belive

ჟირონას ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსით დაინფიცირება "ჟირონას" კიდევ ორ ფეხბურთელს დაუფიქსირდა, ცოტა ხნით ადრე კი კლუბში განაცხადეს, რომ COVID19-ით ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაინფიცირდა. ახალი დაავადების ტესტი ლა ლიგა 2-ში მოთამაშე კლუბის კიდევ ორ ფეხბურთელს ჩაუტარდა, თუმცა მათ ნეგატიური პასუხი მიიღეს. კატალონიურმა კლუბმა დაავადებასთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის კამპანია წამოიწყო. "ჟირონას" ფეხბურთელები სოციალურ ქსელში ვიდეოებს ავრცელებენ და გულშემატკივარს ქველმოქმედებისკენ მოუწოდებენ. კორონავირუსის გამო, ესპანეთში საფეხბურტო სეზონი გაურკვეველი დროით შეჩერებულია.

სხვა სტატიები