Belive

ჟირუ იტალიურ კლუბს შეუთანხმდა - ტრანსფერი რამდენიმე დღეში ოფიციალურად გამოცხადდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უდიდესი ალბათობით, უახლოეს დღეებში ოლივიე ჟირუ ლონდონის "ჩელსის" დატოვებს და კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონ ფეხბურთელი, რომელსაც ფრენკ ლამპარდის ხელში, "არისტოკრატების" რიგებში სათამაშო დრო აღარ ეძლევა, მილანის "ინტერს" შეუთანხმდა და სავარაუდოდ "ნერაძურის" იანვრის სატრანსფერო ფანჯრისასვე შეუერთდება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარსიო ავრცელებს. ვინაიდან ჟირუ თავისუფალი აგენტი ზაფხულში ხდება, სერია A-ს ბინადრებს "ლურჯებისთვის" თანხის გადახდა მოუწევთ. შეთანხმება უკვე იმ ეტაპზეა მისული, რომ მხარეები მხოლოდ სატრანსფერო თანხის ზუსტ ოდენობას ათანხმებენ. "ჩელსი" 10 მილიონ ევროს ითხოვს, მაშინ, როცა იტალიელები მხოლოდ 5-ს იხდიან. ფრანგს შეთავაზებები პრემიერლიგის სხვა კლუბებიდანაც აქვს, თუმცა, "ინტერში" წასვლის მიზეზი ანტონიო კონტეა, რომელმაც თავის დროზე 33 წლის ფეხბურთელი "არსენალიდან" გადმოიყვანა.

სხვა სტატიები