Belive

ჟირუ ნაკრების ბომბარდირობაზე: ,,მბაპე მალე დამეწევა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს თქმით, ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მას კილიან მბაპე გადაუსწრებს:

,,ამ რეკორდით მაქსიმალურად უნდა ვისიამოვნო. კილიანი მალე დამეწევა. მას ჩემზე გადასწრება აქვს განზრახული. მბაპე წინსვლას აგრძელებს და კიდევ ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ყველამ ვიცით, რა შეუძლია მას... კიდევ რისი დამატება შემიძლია?!'' - ჟირუს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

პოლონეთთან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში ოლივიე ჟირუმ ერთი გოლის გატანა შეძლო, რითაც საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თავდამსხმელს ეროვნულ გუნდში 52 გოლი დაუგროვდა.

რაც შეეხება მბაპეს, კილიანის ანგარიშზე ნაკრებში 33 გოლია.

სხვა სტატიები