Belive

ჟირუ: ,,თავს კარგად ვგრძნობ, ისე ვარ, როგორც კარგი ღვინო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ, ტიერი ანრის რეკორდის გამეორებას გამოეხმაურა:

,,ანრის გვერდით ყოფნა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს წარმოუდგენელია და მსოფლიო ჩემპიონატის უკეთეს სტარტზე ვერც ვიფიქრებდით.

ფეხბურთს ვითამაშებ მანამ, სანამ სხეული ამის საშუალებას მომცემს. სპორტსმენი ვარ და ჯერ კიდევ დიდი მოტივაცია მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა გუნდმა მიზანს მიაღწიოს. როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, ისეთი ვარ, როგორიც კარგი ღვინო,'' - ჟირუს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საფრანგეთმა ავსტრალია 4:1 დაამარცხა. მატჩში ოლივიე ჟირუმ დუბლი გაიფორმა.

36 წლის თავდამსხმელს ეროვნულ გუნდში 51 გოლი დაუგროვდა, რითაც ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის ტიერი ანრის გაუთანაბრდა.

სხვა სტატიები