Belive

ჟირუს დაავიწყდა, რომ გოლის გატანამდე ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ, ,,სპეციასთან'' მატჩში მიღებულ წითელ ბარათზე ისაუბრა. ფრანგმა თავდამსხმელმა გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ მაისური გაიხადა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო:

,,ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაა, მაგრამ ცოტა მაბრაზებს, რომ პირველი ყვითელი ბარათი დამავიწყდა. ჩემი ქმედება ადრენალით იყო გამოწვეული, რთულ მატჩში გატანილი გოლის სიხარულით... გულით ჯერ კიდევ ბავშვი ვარ,'' - განაცხადა ჟირუმ.

სერია A-ს 13 ტურის შემდეგ ,,მილანი'' 29 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ნაპოლის'' 6 ქულით ჩამორჩება.

მიმდინარე სეზონში ჟირუს ანგარიშზე ,,როსონერის'' მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.


ოლივიე ჟირუს გოლი და გაძევება სპეციასთან | VIDEO


სხვა სტატიები