Belive

ჟოაო კანსელოს თავს დაესხნენ - ფეხბურთელის ბინა გაძარცვეს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მარჯვენა მცველს, ჟოაო კანსელოს თავს დაესხნენ და მისი ბინა გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად 27 წლის ფეხბურთელმა Instagram-ის მეშვეობით გაავრცელა.
"სამწუხაროდ, დღეს მე თავს დაესხნენ ოთხი მშიშარა, რომლებმაც დამარტყეს და ცდილობდნენ ჩემი ოჯახის დაშავებას. როდესაც წინააღმდეგობას უწევთ, ასე ხდება. არ ვიცი, როგორ არსებობენ ასეთი ბოროტების მქონე ადამიანები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ოჯახია და საბედნიეროდ ისინი კარგად არიან. ჩემს ცხოვრებაში ამდენი დაბრკოლების შემდეგ, ეს არის კიდევ ერთი რამ, რასაც გადავლახავ. მტკიცე და ძლიერი ვარ, როგორც ყოველთვის", - დაწერა კანსელომ.
20 დეკემბერს აღნიშნულთან დაკავშირებით "მანჩესტერ სიტიმაც" გამოაცხადა: "ჩვენ შოკირებული და შეძრწუნებულები ვართ, რომ ჟოაო კანსელო და მისი ოჯახი დღეს საღამოს საკუთარ სახლში გაძარცვეს, რა დროსაც ჟოაოს ასევე თავს დაესხნენ. ჟოაოს და მის ოჯახს კლუბი მხარს უჭერს და ეხმარება პოლიციას გამოძიებაში". პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც "ვალენსიას", "ინტერის" და "იუვენტუსის" რიგებში უთამაშია, 2019 წლიდან "მანჩესტერ სიტიში" ირიცხება და ქალაქელების მაისურით 102 შეხვედრაში 7 გოლის გატანა და 13 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები