Belive

ჟოაო ფელიქსი: "ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის მოგება მინდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჟოაო ფელიქსმა საკუთარ მიზნებზე კაკასთან ისაუბრა. 19 წლის პორტუგალიელი ლეგენდარულ ბრაზილიელ მოთამაშეს ინსტაგრამ ლაივში ჩაერთო.
"შენ ერთ წელში მოახერხე ის, რასაც სხვები მთელი კარიერის განმავლობაში ცდილობენ. პატარობაში ოთახში შენი პოსტერები მქონდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პირისპირ ვისაუბრებდით. რაც შეეხება ჩემს ოცნებებს, ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის მოგება მინდა," - თქვა ჟოაომ.

სხვა სტატიები