Belive

ჟოაო ფელიქსი იუვენტუსში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ნაკრებისა და "ბენფიკას" ფეხბურთელმა, ჟოაო ფელიქსმა მიმდინარე სეზონში ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "ბენფიკას" მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 6 ასისტი შეასრულა. Diario AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიცი ხვალ ჟოაოს აგენტს, ჟორჟე მენდეშს შეხვდება. წყაროს თანახმად, იტალიური გრანდი მზადაა, რომ პორტუგალიელი ტალანტის გამოსასყიდი თანხა, 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სხვა სტატიები