Belive

ჟოაო ფელიქსს ატლეტიკოში გრიზმანის ნომერი მისცეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის "ატლეტიკომ" "ბენფიკადან" 122 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჟოაო ფელიქსის ტრანსფერი განახორციელა. 19 წლის პორტუგალიელი ფეხბურთის ისტორიაში მე-5 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. "ატლეტიკომ" ჟოაო ფელიქსს 7-ნომრიანი მაისური გადასცა. ამის შესახებ გუნდმა სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო. საინტერესო კი ისაა, რომ ამით ანტუან გრიზმანი მადრიდელთა 7 ნომერი აღარ არის. "ატლეტიკოს" ოფიციალურ გვერდზე ფრანგს სათამაშო ნომერი აღარ აქვს. დიდი ალბათობით, გრიზმანი ძალიან მალე კატალონიის "ბარსელონას" შეუერთდება. როგორც ესპანური Marca იტყობინება, გრიზმანის პრეზენტაცია "კამპ ნოუზე" მომდევნო კვირის ბოლოს გაიმართება.  

სხვა სტატიები