Belive

ჟოაუ კანსელუს ბრწყინვალე პერფორმანსი ბრიუგეს წინააღმდეგ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, "მანჩესტერ სიტიმ" "ბრიუგე" დამაჯერებლად, ანგარიშით 4:1 დაამარცხა. გოლები ფოდენმა, მაჰრეზმა, სტერლინგმა და ჟეზუსმა გაიტანეს, თუმცა მატჩის მთავარი გმირი, მოულოდნელად, ჟოაუ კანსელუ გახდა, რომელმაც ანგარიშზე 3 საგოლე პასი ჩაიწერა. საგოლე პასების რაოდენობას რომ თავი დავანებოთ, ისიც აღსანიშნავია, რომ კანსელუს საოცარი სტატისტიკა ჰქონდა - მან ისეთი შედეგი აჩვენა, რომელსაც ბევრი ფლეიმეიქერი ინატრებდა.
  • 3 საგოლე პასი,
  • 10 შექმნილი შანსი მეტოქის საჯარიმოსთან
  • 98 ზუსტი გადაცემა (91%)
  • საბოლოო შეფასება: 9.67.

იხილეთ პორტუგალიელის გამორჩეული მომენტები ბელგიური კლუბის წინააღმდეგ

სხვა სტატიები