Belive

ჟოელინტონის სახალისო ეპიზოდი ევერტონთან მატჩში

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში, აუტსაიდერების დაპირისპირება გაიმართა. "სენტ ჯეიმს პარკზე", "ნიუკასლმა" "ევერტონს" უმასპინძლა და დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა. ანგარიშში სხვაობა შესაძლოა გაცილებით უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო, თუმცა "ნიუკასლის" შემტევმა მოსახერხებელი პოზიციიდან ბურთის კარში დარტყმა ვერ შეძლო. მეტოქის საჯარიმოში ჟოელინტონმა იდეალური პასი მიიღო, მაგრამ მოძრაობაში მყოფმა, მეტოქის კარის ნაცვლად ბურთი თავში გაირტყა.

სხვა სტატიები