Belive

ჟორჟინიო ვაინალდუმი: "ქართველი ნახევარმცველების განლაგებამ ცენტრში ზეწოლა და სივრცეების ათვისება გაგვიიოლა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, ადგილობრივმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს – 3:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “მფრინავი ჰოლანდიელების” კაპიტანმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდის შესახებ ისაუბრა.
"შოტლანდიის წინააღმდეგ დაშვებული შეცდომები ახლა გამოვასწორეთ. იყო ეპიზოდები, რომელშიც შევცდით და მეტოქემ ამით შანსი მიიღო, თუმცა შესვენებაზე მწვრთნელმა ყველაფერი გაანალიზა და არ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში პრობლემები გვქონდა. ისინი თამაშობდნენ ჩამშლელი ნახევარმცველით და ორი მონაცვლე ნახევარმცველით, რამაც ცენტრზე ზეწოლა და სივრცეების ათვისება გაგვიადვილა", - თქვა 30 წლის ნახევარმცველმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, "ლივერპული" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ნიდერლანდების ნაკრების მხრიდან, ვილი სანიოლის გუნდის კარში გოლის გატანა მემფის დეპაიმვოუტ ვეგჰორსტმა და რაიან გრავენბერხმა შეძლეს. “ჯვაროსნებმა” ივნისის შეკრება ამხანაგურ შეხვედრებში თითო გამარჯვებითა (რუმინეთთან – 2:1) და მარცხით დაასრულეს. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკვე ოფიციალური ტურნირის ეგიდით, 2 სექტემბერს, ბათუმში, ახალ, ცენტრალურ სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები