Belive

ჟორჟინიო ვეინალდუმი: "პიკფორდის საქციელი სისულელე იყო, განადგურებულები ვართ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა ინგლისის პრემიერლიგის მე -5 ტურში, მერსისაიდულ დერბიში მომხდარ სკანდალურ მომენტზე კომენტარი გააკეთა. "ლივერპულისა" და "ევერტონის" მატჩის სტარტზე, ფაბინიომ ბურთი მეტოქის მეკარის საჯარიმოში გაგზავნა, სადაც ვირჯილ ვან დაიკი შერბოდა, "ლურჯების" გოლკიპერი ჯორდან პიკფორდი ნიდერლანდელ მცველს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. ვან დაიკი სავარაუდოდ, სულ მცირე 7 თვეს გამოტოვებს. "პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენ განადგურებული ვართ. ეს არ არის ნორმალური. ამ ეპიზოდმა ძალიან მძიმე დარტყმა მოგვაყეანა. მომხდარის გამო, ყველას უსიამოვნო შეგრძნებები ჰქონდა. ვფიქრობ, "ლივერპულის" არცერთ მოთამაშეს არ დაეძინა იმის გამო, რაც ვირჯილს დაემართა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ. პიკფორდის მიერ ვან დიკის შეჩერების გზა უბრალოდ სულელური იყო. მე მჯერა, რომ მას არ სურდა ვირჯილის დაზიანება, მაგრამ მისმა მოქმედებებმა იმ მომენტში თქვა, რომ მას არ აინტერესებდა როგორ დამთავრდებოდა ეს ეპიზოდი", - ციტირებს ნიდერლანდელის სიტყვებს Goal.com-ი. პრემიერლიგის 2018/19 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები