Belive

ჟორჟინიომ გაამხილა თუ რომელ ნაკრებს უგულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ვიცით, იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს, რადგან პლე-ოფიდან ჩრდ. მაკედონიამ გამოაგდო. იმის გამო, რომ მოქმედი ჩემპიონები ამ ზამთარში ყატარში არ იქნებიან, ჟორჟინიომ დაასახელა ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მხარს დაუჭერს.

"მინდა იქ ვიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდება, ასე რომ, რა თქმა უნდა, ბრაზილიას ავირჩევ. მე მათ ვუგულშემატკივრობ და ვნახოთ რა მოხდება."

30 წლის ფეხბურთელი ბრაზილიაშია დაბადებული და 15 წლის ასაკში გადაბარგდა იტალიაში. მას "აძურიში" უკვე 46 მატჩი აქვს ჩატარებული და მათთან ერთად ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.

სამხრეთ ამერიკელებმა მათი წინასაჩემპიონატო მომზადება ტუნისთან გამარჯვებით დაასრულეს. ტიტეს გაწვრთნილმა გუნდმა აფრიკელები 5:1 დაამარცხეს.

სხვა სტატიები