Belive

ჟორჟინიომ "ტოტენჰემთან" რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საინტერესო რეკორდი, რომელიც შეიძლება ანტირეკორდადაც მოვიხსენიოთ, დაამყარა "ჩელსის" იტალიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ. "არისტოკრატების" 50 მილიონიანმა შენაძენმა უკვე 2332 პასი გააკეთა ისე რომ ამ პასებში არც ერთი არ აღმოჩნდა საგოლე. წინა რეკორდსმენები "სუონსის" ლეონ ბრიტონი (2200 პასი 2011-2012 წლების სეზონი) და "ბირმინგემის" ბარი ფერგიუსონი (2168 პასი 2009-2010 წლების სეზონი) არიან. ლონდონური დერბი "ჩელსიმ" 2:0 მოიგო.

სხვა სტატიები