Belive

ჟოზე მოურინიო: "5 ცვლილების საჭიროებას ვერ ვხედავ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფეხბურთში, მატჩის მიმდინარეობისას 5 ცვლილების გაკეთების შესაძლებლობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. "პირადად მე, 5 ცვლილება სულაც არ მჭირდება. მატჩების უმეტეს ნაწილში, საერთოდ ვერ ვხედავ ამის საჭიროებას.  ჩემს შემთხვევაში პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ზოგადად ის ფაქტი, რომ საჭიროების შემთხვევაში შეცვლა შეგვიძლია, კარგია.  მას მერე, რაც გადაწყდა, რომ მწვრთნელებს მატჩის შეჩერება მხოლოდ 3-ჯერ შეეძლებათ და არა 5-ჯერ, ეს პრობლემას აღარ წარმოშობს. მათ დროის გაყვანის შანსი არ ექნებათ, ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სამთვიანი საფეხბურთო პაუზის შემდეგ, მწვრთნელებს ნება დართეს, რომ შეხვედრაში სამის ნაცვლად, 5 ფეხბურთელი შეეცვალათ.

სხვა სტატიები