Belive

ჟოზე მოურინიო: აბრამოვიჩს რონალდინიოს ყიდვა სურდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიო და "ჩელსი" ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არიან. "არისტოკრატების" აღმავლობა, სწორედ პორტუგალიელ სპეციალისტს უკავშირდება. მოურინიომ ლურჯებში შესანიშნავი ეპოქა შექმნა. ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი, დიდიე დროგბა გახლდათ. ამასთან დაკავშირებით პორტუგალიელმა ერთი ამბავი გაიხსენა: "2004 წელს, აბრამოვიჩმა მითხრა, რომ  საკმარისი ფული  აქვს რონალდინიოს შესაძენად, თუმცა მე უარი ვუთხარი და მის ნაცვლად დიდიე დროგბას ყიდვა ვთხოვე. რომანმა მომისმინა და დამეთანხმა. ყველამ კარგად ნახა თუ როგორ კარგად მოერგო დიდიე ჩემს კლუბს. ახლა დროგბა "ჩელსის" ლეგენდაა." - განაცხადა "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა შეგახსენებთ, რომ დროგბამ "ჩელსის" მაისურით 395 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 176 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები