Belive

ჟოზე მოურინიო ბაიერნის შეთავაზებას დათანხმდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიოს ბიოგრაფიული წინგის ავტორმა, მანუელ პერეირამ საინტერესო განცხადება გააკეთა. პერეირას თქმით, თუ მიუნხენის "ბაიერნი" პორტუგალიელ სპეციალისტს დაუკავშირდება, მოურინიო აუცილებლად გახდება "რეკორდმაისტერის" თავკაცი.
"ჟოზეს ინგლისის, იტალიის, ესპანეთისა და პორტუგალიის ჩემპიონატებში უმუშავია. გერმანიის გარდა ყველგან იყო და თუ რუმენიგე მას დაუკავშირდება და ბაიერნის მწვრთნელობას შესთავაზებს, გარანტიას გაძლევთ, რომ დათანხმდება" - განაცხადა პერეირამ.
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 18 დეკემბერს დაითხოვეს და მას შემდეგ უმუშევარია. ყველაზე მეტად, ჯერჯერობით, მადრიდის "რეალი" აქტიურობს.

სხვა სტატიები