Belive

ჟოზე მოურინიო: "ჩემი მეთოდები შეუდარებელია"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
პრემიერ ლიგის 25-ე ტურში "ვესტ ჰემმა" ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. "დეზებმა" პრემიერ ლიგაში ბოლო 6 შეხვედრიდან 5 წააგეს, მიუხედავად ასეთი წარუმატებელი სერიისა "ვესტ ჰემთან" წაგებული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა უარყო მოსაზრება, რომ მას მიდგომების და საფეხბურთო ფილოსოფიის შეცვლა სჭირდება.  "ვესტ ჰემთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 9 ქულით ჩამორჩება და დიდი ალბათობით მოურინიოს გუნდს სეზონის ბოლოს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება. აშკარაა, რომ გუნდი ბოლო პერიოდში კრიზისშია და რაღაცებია შესაცვლელი, მაგრამ მოურინიო საკუთარ მეთოდებსა და საფეხბურთო ფილოსოფიაში დარწმუნებულია და გუნდში არსებულ კრიზისსაც უარყოფს.
" საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მეთოდები უნდა შევცვალო. ხანდახან შედგები მრავალგვარი წინადადების შედეგად მიიღწევა. მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს მსოფლიოში განუმეორებელი მეთოდები გვაქვს". " არ ვიცი, რას გულისხმობთ, როდესაც კრიზისზე საუბრობთ. თუ კრიზისი გასახდელში იმედგაცრუებას და ცუდ განწყობას გულისხმობს, მაშინ ასეც შეიძლება ითქვას, რადგან  ბედნიერი არავინაა". " ჩვენ ყველამ "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში ვაჩვენეთ, რომ  გუნდი, რომელიც ბოლო წამებამდე იბრძვის სასურველი შედეგის მისაღწევად, კრიზისში ვერანაირად ვერ იქნება. გუნდი კრიზისშია, როდესაც უეკეთესი შედეგების ჩვენებას არ ცდილობს იმასთან შედარებით, რაც აქვს". " ასე რომ, ვერ ვიტყოდი, თითქოს კრიზისში ვართ. ვიტყოდი, რომ ეს ნამდვილად ძალიან ცუდი შედეგია. ცხადია, რომ ჩვენ ზედმეტად ბევრ თამაშს ვაგებთ".
მოგვიანებით მოურინიომ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსზეც ისაუბრა.
"ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა მათემატიკურად ჯერ კიდევ შესაძლებელია. როდესაც რაიმე მათემატიკურად შესაძლებელია, ესე იგი რეალურია. ძალიან რთული იქნება, მაგრამ მათემატიკურად შესაძლებელი".
ცნობისათვის, "ვესტ ჰემთან" ჩატარებული შეხვედრა ჟოზე მოურინიოსთვის პრემიერ ლიგაში "დეზების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 50-ე იყო. მოურინიომ პირველ 50 შეხვედრაში "ტოტენჰემთან" ერთად 81 ქულის აღება შეძლო. აღნიშნული შედეგი 58 წლის პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ეროვნული ჩემპიონატების პირევლ 50 შეხვედრაში, სადაც ჟოზეს უმუშავია.
 
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემმა" 24 ჩატარებულ შეხვედრაში 36 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები