Belive

ჟოზე მოურინიო: "ეს პოჩეტინოს დამსახურებაა, ყველაფერს მე ვერ დავიბრალებ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სონ ჰიუ მინსა და ჰარი კეინის ურთიერთობა დადებითად შეაფასა. პრემიერლიგის მეექვსე ტურის მატჩში 26 ოქტომბერს, "ბარნლისთან" (1:0), კეინის პასით სამხრეთკორეელმა გამარჯვების გოლი გაიტანა. შედეგად, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სონის აქტივში უკვე 8 გოლია, ინგლისელის მხარეს კი 8 საგოლე გადაცემა. "მათი ურთიერთგაგება მაურიციო პოჩეტინოს დროიდან იწყება. არ მინდა მთელი დამსახურება საკუთარ თავზე მივიწერო. ამ შედეგს მაურიციოს გავუზიარებ. ისინი დიდხანს თამაშობდნენ ერთად, მაგრამ, ალბათ, სხვანაირად, რადგან ახლა ჰარი ყოველთვის არ თამაშობს ცხრიანის პოზიციაზე. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ისინი არამხოლოდ საუკეთესო მოთამაშეები, არამედ ახლო მეგობრებიც არიან. მათ არ აქვთ ეჭვიანობა ერთმანეთის მიმართ, რადგან სათამაშო დროს ორივე მათგანი იღებს. მე ვაძლევ მათ ნდობას. ეს ორი შესანიშნავი მოთამაშეა, ორი შესანიშნავი ბიჭი", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა. ამ სეზონში კეინს ყველა ტურნირზე 10 მატჩში 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს, ხოლო სონის ანგარიშზე 9 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

სხვა სტატიები