Belive

ჟოზე მოურინიო: "გავჭაღარავდი და ნაოჭები გამიჩნდა, მაგრამ პრინციპები უცვლელია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, "ევერტონთან" მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. "რა თქმა უნდა, ახლა თმა გამიჭაღარავდა და ნაოჭები გამიჩნდა, მაგრამ მე იგივე ბიჭი ვარ, იგივე პრინციპებით. იგივე ვნება დუღს ჩემში და არაფერი შეცვლილა. ჩემი პრინციპები იგივეა, რადგან ისინი დნმ-შია. ცხადია, სამწვრთნელო მხრივ ჩემში ცვლილებებია, ვინაიდან იცვლება ფეხბურთი, იცვლებიან გუნდები და ფეხბურთელები. ყველაფერი მიყვარს, რაც საქმეს ეხება. ერთადერთი, რაც მძულს, მარცხია. მაგრამ მე მშვენივრად ვიცი, რომ ეს სამუშაოს ნაწილია. სხვა პროფესიაში თავს ვერ ვხედავ. მე მომწონს პრობლემებიც და სირთულეებიც, რაც ჩვენს საქმიანობაშია. ჩემი ამოცანაა ბედნიერი ვიყო", - თქვა "განსაკუთრებულმა".

სხვა სტატიები