Belive

ჟოზე მოურინიო ლივერპულს რჩევას აძლევს, თუ როგორ გააჩერონ მესი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და გამოცდილი მწვრთნელი, 56 წლის პორტუგალიელი - ჟოზე მოურინიო "ლივერპულის" ფეხბურთელებსა და იურგენ კლოპს აძლევს რჩევას, თუ როგორ გააჩერონ ლეო მესი. "ლეო საოცარ სეზონს ატარებს როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. ეს მისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. მან იცის, რომ კრიშტიანუ რონალდუ და მისი იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ და ახლა იგი ყველაფერს იზავს, რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი. მისი შეჩერება ალბათ შეუძლებელი იქნება თვით ვირჯილ ვან დაიკისთვის, ამიტომ მე იურგენ კლოპს ვურჩევ მომისმინოს და ჩემი ეს რჩევა გაითვალისწინოს. როდესაც ლეო მესი ბურთს იღებს მცველები კვდებიან ნერვიულობით, რადგან ერთი მცველი მას თითქმის ვერასდროს აჩერებს, ამიტომ გირჩევს შექმნათ გალია და იქ მოიწმყვდიოთ მესი, სხვა გზა არ გაქვთ" - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

სხვა სტატიები