Belive

ჟოზე მოურინიო: "ლონდონში თუ წვიმს ჩემი ბრალია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნიუკასლთან" მოგებული მატჩის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა. "დღეს საღამოს ლონდონში მივდივარ, თუ ხვალ იქ იწვიმებს ეს ჩემი ბრალი იქნება, ბრექსიტის პრობლემებიც ჩემი ბრალია. ფეხბურთელები მძიმე მდგომარეობაში არიან, მეც ასევე რთულ მდგომარეობაში ვარ, თუმცა ცხოვრება გამოცდებითაა სავსე. ხანდახან მგონია რომ დეჟავუს ვგრძნობ, თუმცა ახლა ვფიქრობ რომ დღევანდელი მდგომარეობა რაღაც ახალია, თუმცა ეს ყველაფერი მე უკეთეს მწვრთნელსა და ადამიანს მხდის. ჩემს წინააღმდეგ მომართულ უამრავ უარყოფით შეფასებას მშვიდად ვისმენ, რადგან უკვე საკმაოდ დიდი ვარ და რა თქმა უნდა წინდახედულიც." - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

სხვა სტატიები