Belive

ჟოზე მოურინიო სტადიონზე ფეხით მივიდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსთან" შეხვედრაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ფეხით მივიდა. აღნიშნულის მიზეზი ის იყო, რომ "იუნაიტედის" ავტობუსი საცობში მოხვდა, პრობლემების თავიდან აცილების მიზნით კი, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, მოურინიო ავტობუსიდან ჩამოვიდა და სტადიონამდე ფეხით იარა. პარასკევს "მანჩეტერ იუნაიტედს" UEFA-მ €15,000-ის გადახდა დააკისრა, რადგან "ვალენსიასთან" მატჩზე გუნდმა, იმავე მიზეზით, 5 წუთით დაიგვიანა. ჩვეულებისამებრ, "მანჩესტერი" საშინაო მატჩამდე Lowry Hotel-ში ბანაკდება, თუმცა აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, გუნდმა Hilton-ში გადაინაცვლა, რომელიც "ოლდ ტრაფორდთან" გაცილებით ახლოს მდებარეობს. თუმცა ამან მაინც არ გაამართლა - ინგლისის დროით, "იუვენტუსი" სტადიონზე 18:56-ზე გამოცხადდა, "მანჩესტერი" კი 19:09-ზე (მატჩის დაწყებამდე 50 წუთით ადრე). "სასტუმრო შევიცვალეთ, თუმცა ფეხბურთელებს ავტობუსში ყოფნა 45 წუთის განმავლობაში მოუწიათ. მე კაპიუშონი მეცვა, ამიტომ გულშემატკივრებმა ვერ მიცნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით UEFA-ს დელეგატებს ინფორმაცია მივაწოდე, რათა დაჯარიმება თავიდან ავირიდოთ", - განაცხადა მოურინიომ.

სხვა სტატიები