Belive

ჟოზე მოურინიომ ბენფიკას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიომ "ბენფიკას" გაწვრთნაზე უარი განაცხადა. მიუხედავად "ბენფიკას" პრეზიდენტის მტკიცებისა, რომ ნებისმიერ თანხას გაიღებდა მოურინიოს გადასაბირებლად -  ჟოზეს ინტერესებში პორტუგალიური კლუბის გაწვრთნა არ შედის. "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გათავისუფლების შემდეგ, პორტუგალიელი სპეციალისტი თავისუფლებით ტკბება და სამშობლოში დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავს. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მოურინიო უკვე წვრთნიდა "ბენფიკას", "უნიაო ლეირიასა" და "პორტუს" რის შემდეგაც "ჩელსი" ჩაიბარა. "პორტუგალიაში კვლავ დაბრუნების და ადგილობრივი კლუბის გაწვრთნის არანაირი ინტერესი არ მაქვს. უდიდეს პატივს ვცემ ტიტულოვან პორტუგალიურ კლუბს, ("ბენფიკა") მაგრამ მთავარი მწვრთნელის პოსტს არ ჩავიბარებ. მისასალმებელი და დასაფასებელია, რომ კლუბი, რომელსაც ერთ დროს წვრთნიდი კვლავ ინტერესდება შენი სამსახურით - თუმცა პორტუგალიაში მუშაობა არ მსურს", - აღნიშნა მოურინიომ Correio de Manha-სთან საუბარში.    

სხვა სტატიები