Belive

ჟოზე მოურინიომ ევროპული ფეხბურთი გააკრიტიკა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინდელ სათამაშო დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა. იაპონიის ნაკრებმა გერმანია 1:2 დაამარცხა.

ამ მარცხის შემდეგ, "რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ევროპული ფეხბურთი გააკრიტიკა:

„ვფიქრობ, ამ მომენტში ევროპულ ფეხბურთში დიდი ყურადღება ინდივიდებზეა გამახვილებული, რაც საერთო საქმეს ზიანს აყენებს. მე არასოდეს გამიწვრთნია იაპონელი, მაგრამ მიმუშავია აზიელ ფეხბურთელებთან. ჩემს შემთხვევაში, გამიმართლა, რადგან საუკეთესო აზიელ ფეხბურთელს, სონს ვავარჯიშებდი. მისი მენტალიტეტი მართლაც განსაკუთრებულია. ევროპელმა ფეხბურთელებმა უნდა გაითავისონ, რომ ისინი თამაშობენ გუნდისთვის და არა საკუთარი თავისთვის."

59 წლის სპეციალისტი იაპონიის გამარჯვებასაც შეეხო:

"რა თქმა უნდა, ეს საოცარი მიღწევაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის საერთოდ არ ყოფილა მოულოდნელი. იაპონია კარგი და მაღალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. მათი უმრავლესობა ევროპაში თამაშობს, სადაც ისინი უფრო სწრაფად ვითარდებიან. ვფიქრობ, ფეხბურთელებისა და გუნდის მენტალობასაც შეუძლია მოწინააღმდეგეზე ზეგავლენა მოახდინოს."

იაპონიას შემდეგი შეხვედრა კოსტა რიკის წინააღმდეგ ელის. აღნიშნული მატჩი 27 ნოემბერს 14:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები