Belive

ჟოზე მოურინიომ გარეთ ბეილის მომავალზე ისაუბრა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გარეთ ბეილის მომავლის შესახებ კომენტარი გააკეთა. "მისი მომავლის შესახებ ჩვენ 1 წამითაც არ გვისაუბრია. გარეთის იჯარა სეზონის ბოლოს იწურება. მას სხვა საკითხების ჩვენთან განსახილველად 1 წამიც არ გამოუნახავს. "როგორც მახსოვს, აქ მოსვლის მთელი პირველი თვის განმავლობაში, ის ტრავმირებული იყო, თუმცა ჩვენ მას ფორმაში შესვლაში და ევროპის ლიგის მატჩებში თამაშში დავეხმარეთ.  ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დონე განსხვავდება პრემიერლიგისაგან. პლეი-ოფი სხვა ამბავია, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ინტენსივობა სულ სხვაა, რიტმი განსხვავებულია, ამიტომ ის ჩემპიონატში მოედანზე არც ისე ხშირად ჩნდებოდა. შემდეგ კი გარეთი ლიგის თასის მატჩში "სტოკ სიტისთან" დაშავდა. ეს არ არის მარტივი პროცესი. დიახ, ბეილისთვის მადრიდის "რეალში" ბოლო ორი სეზონი არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მოდით ვიმოქმედოთ თანმიმდევრულად და ვეცადოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ მისი შესაძლებლობები", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა. "სამეფო კლუბს" უელსელი თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით ჰყავს გაშვებული. 31 წლის შემტევის კონტრაქტი "ბლანკოსებთან" 2022 წლის ზაფხულში იწურება. "დეზების" რიგებში დაბრუნების შემდეგ, მან 12 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები