Belive

ჟოზე მოურინიომ გერმანული ენის სწავლა დაიწყო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ, გერმანული ენის სწავლა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განცხადება Goal.com-თან საუბრისას გააკეთა, რამაც გააჩინა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოურინიო მიუნხენის "ბაიერნს" ჩაიბარებს. "დიახ, ამჟამად გერმანულ ენას ვსწავლობ. ამისი მიზეზი მარტივია - მე უბრალოდ გერმანული ენა არ ვიცი, ამ დროს კი ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად, ფრანგულად და იტალიურად შემიძლია ლაპარაკი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გერმანიაში ვიმუშავებ, თუმცა არაფერია გამორიცხული," განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

ასევე იხილეთ: ტაქტიკური ანალიზი მოურინიოსგან – “როგორ დავამარცხე ბარსელონა”

სხვა სტატიები