Belive

ჟოზე მოურინიომ იუვენტუსის ცენტრალური მცველები საინტერესოდ შეაქო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კიელინი და ბონუჩი საინტერესოდ შეაქო. "კიელინი და ბონუჩი უნდა წავიდნენ ჰარვარდში და სტუდენტებს ასწავლონ თუ როგორ უნდა გახდნენ ცენტრალური მცველები" - განაცხადა ჟოზე მოურინიომ. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" სამი ტურის შემდეგ ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. იტალიელებს ჯერ-ჯერობით საკუთარ კარში ბურთი არ მიუღიათ.

სხვა სტატიები