Belive

ჟოზე მოურინიომ მანჩესტერ სიტისთან მატჩი შეაფასა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ბოლო 6 შეხვედრიდან "დეზებმა" 5 წააგეს. "სიტისთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ჟოზე მოურინიომ:
"რას ვფიქრობ თამაშზე? დასვენებული გუნდი დაღლილ გუნდს ეთამაშებოდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ, ჩვენ მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და ბურთი ძელს მოვარტყით. გოლი რომ გასულიყო, ეს ჩვენ ენერგიას შეგვმატებდა, რაც დაღლილობას შეამცირებდა". " შემდეგ "სიტიმ" თანამედროვე პენალტი გამოიმუშავა, რამაც რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. თანამედროვე პენალტი - ეს არის, როცა ფრჩხილით შეხებაზეც კი თერთმეტმეტრიანს ნიშნავენ. ასეთ შემთხვევებში ვიდეო არბიტრი კონტაქტს აფიქსირებს, რაც რთულია, რომ უარყო". " ჩემი ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მოედანზე სათამაშოდ გამოვიდნენ მოთამაშეები, რომლებმაც სულ რამდენიმე დღის წინ ინგლისის თასზე ითამაშეს და ბოლომდე დაიხარჯნენ. ბიჭები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, მაგრამ სიმამაცე გამოავლინეს". " გუნდი, რომელსაც ერთობა არ აქვს, დანებდებოდა და დაისჯებოდა კიდეც, მაგრამ მე ვნახე, რომ ჩემმა მოთამშეებმა ბოლომდე იბრძოლეს, ფეხბურთელებზე სხვა ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ მიეწყო, განსაკუთრებით მძიმე მე-2 ტაიმი გამოდგა".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ტოტენეჰმმა" 23 ჩატარებულ შეხვედრაში 36 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება პეპ გვარდიოლას "სიტის", ესპანელი სპეციალისტის გუნდი ბრწყინვალე ასპარეზობს განაგრძობს და "დეზებთან" გამარჯვება პრემიერ ლიგაში მათთვის ზედიზედ მეთერთმეტე გამოდგა. 23 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "ქალაქელებმა" 53 ქულას მოუყარს თავი და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.

სხვა სტატიები