Belive

ჟოზე მოურინიომ მესის სიტუაციაზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლიონელ მესის მიერ "ბარსელონას" დატოვების წარუმატებელ მცდელობაზე ისაუბრა. "ტოტენჰემი" პატივს სცემს ფინანსური სამართლიანი თამაშის წესებს. მესის გუნდის დატოვება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეეძლო და ის სამართლიანი თამაშის წესებს დაარღვევდა, რასაც ჩვენ არ მოვიწონებთ, თუმცა ეს "ტოტენჰემის" საქმე არ არის", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არგენტინელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა სურდა, რაც ბოლო წლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკური გახლდათ, თუმცა “ბარსას” ბოსებმა მას ამის ნება არ დართეს, გამოსასყიდი თანხის 700 მილიონი ევროს გადახდა კი შეუძლებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, 6 ოქროს ბურთის მფლობელი მშობლიურ კლუბში კიდევ სულ მცირე ერთ სეზონს გაატარებს – 2021 წლის ზაფხულში მას “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი ეწურება.

სხვა სტატიები