Belive

ჟოზე მოურინიომ სახალისო ისტორია გაიხსენა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
58 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა - ჟოზე მოურინიომ, წლების წინანდელი ძალიან სახალისო ისტორია გაიხსენა. ისტორია 2007 წელს, ლონდონში მოხდა, როდესაც ჟოზე მოურინიო "ჩელსის" მწვრთნელად მუშაობდა. პორტუგალიიდან ლონდონში, ჟოზე მოურინიომ საკუთარი ძაღლი (იორკშირ ტერიერი) წაიყვანა, რასაც "სკანდალი" მოჰყვა. როდესაც ჟოზე ლონდონში, საკუთარ სახლში, პორტუგალიიდან ახალდაბრუნებული ისვენებდა, კარებზე პოლიციამ დააკაკუნა. ჟოზემ კარები არ გახსნა და საკუთარ ძაღლთან ერთად ფანჯრიდან გაიპარა. პორტუგალიელ თავკაცთან პოლიციის მისვლის მიზეზი კი ის იყო, რომ ბრიტანეთის სახელმწიფოს სურდა, ძაღლი რომელიც პორტუგალიიდან ჟოზემ ჩამოიყვანა, კარანტინში გადაეყვანათ.
"პორტუგალიიდან ჩემი საკუთარი ძაღლი ჩამოვიყვანე, ცხადია ძაღლს ყველა აცრა გაკეთებული ჰქონდა და სრულიად ჯანმრთელი იყო, მოკლედ რომ გითხრათ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, მაგრამ ინგლისის ხელისუფლებას სურდა, რომ ჩემი ძაღლი კარანტინში გადაეყვანათ. ძაღლი ძალიან პატარა იყო, ჩემი შვილებიც პატარები იყვნენ და ეს ძაღლი სწორედ მათ ვუყიდე.  პოლიცია ცდილობდა სახლში შემოჭრას და ჩემი ძაღლის კარანტინში გადაყვანას, თუმცა მე ამ დროს ავიღე ზურგჩანთა, ძაღლი შიგნით ჩავსვი, ფანჯრიდან გავიპარე და ძაღლი ჩემი მეგობრის სახლში წავიყვანე. შემდეგ მიმიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც დამკითხეს და შემდეგ მომიწია ჩემს ადვოკატთან დარეკვა და საქმეში ჩართვა, რადგან იმ დროს სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ძაღლს ეს ჩემი საქციელი არასდროს დავიწყებია და სიკვდილამდე ჩემზე იყო შეყვარებული. ჩემი ძაღლი 2019 წელს გარდაიცვალა". - განაცხადა ჟოზე მოურინიომ "433"-თან საუბრისას.
   

სხვა სტატიები