Belive

ჟოზე მოურინიოს სამი ახალი ფეხბურთელი სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პორტუგალიელი მწვრთნელი ცნობილია ტრანსფერების სიუხვით. მოურინიოს სხვადასხვა გუნდებში არაერთი ვარსკვლავი ჰყავს შეძენილი. ხშირად ამ ფეხბურთელების ფასი კოლოსალურია. ჩემპიონთა ლიგის ორ გზის გამარჯვებული თვლის, რომ მის გუნდს გაძლიერება ესაჭიროება. საინტერესოა ამას რამდენად დათანხმდება "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა, რადგან მათი პრიორიტეტი ფეხბურთელებში დიდი თანხების გადახდა არასდროს ყოფილა. პორტუგალიელს პირველ რიგში მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერება სურს. კაილ ვოლკერ-პიტერსი ტრავმატულია და ხშირად ლაზარეთში იმყოფება. რაც შეეხება სერჟ ორიეს, მისი კლასი და კვალიფიკაცია არც მწვრთნელს და არც გულშემატკივრებს არ მოწონთ. ჟოზეს სამიზნე მისი თანამემამულე და "ბარსელონას" ფეხბურთელი ნელსონ სემედუ გახლავთ. სემედუმ "ბარსელონაში" ფეხი კარგად ვერ მოიკიდა და ძირითად შემადგენლობაში მას ხშირად ვერ ვხედავთ. ეს ფაქტორები კი ტრანსფერს საკმაოდ რეალურს ხდის.
1
შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც მოურინიოს სურს არის თომაშ ლემარი. ფრანგი ფეხბურთელი "მონაკოდან" წასვლის შემდეგ, "ატლეტიკოს" სტილს ვერ მოერგო და როგორც სემედუ, ასევე ლემარიც ხშირად ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.  ლემარი უნივერსალური ფეხბურთელია. მას ორივე ფლანგზე შეუძლია ასპარეზობა და ასევე მეორე თავდამსხმელის პოზიციაზეც ხშირად გვევლინება. მოურინიოს ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის ხილვა საკუთარ გუნდში  ძალიან სურს.
მესამე ფეხბურთელი კშიშტოფ პიონტეკია. მოურინიო თვლის, რომ ჰარი კეინს შემცვლელი და ასევე კონკურენტიც სჭირდება. პიონტეკმა "მილანში" შესანიშნავად დაიწყო, თუმცა შემდეგ მისი ვარსკვლავი ნელ-ნელა ჩაქვრა. პოლონელი ფეხბურთელისთვის "ტოტენჰემში" გადასვლა ახალი გამოწვევა იქნება.
პორტუგალიელ მწვრთნელს ტრანსფერები, რომ არ ეშლება ეს ცნობილი ფაქტია. ჩამოთვლილი სამივე ფეხბურთელი საგრძნობლად გააძლიერებს გუნდს. ეს ყველაფერი კი გუნდის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვა სტატიები