Belive

ჟოზე მოურინიოს საშინელი სტატისტიკა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ახლახანს დასრულდა მატჩი "ტოტენჰემსა" და "ნორვიჩს" შორის, სადაც გამარჯვებული სტუმართა გუნდი გახდა. შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა სადაც "ნორვიჩმა" 2:3 გაიმარჯვა. ეს პენალტების სერია მოურინიოსთვის იყო მეშვიდე, რომელიც მან ინგლისში მუშაობისას წააგო. პორტუგალიელმა 5-ჯერ "ჩელსით", ერთხელ "იუნაიტედით" და ერთხელაც "ტოტენჰემის" მწვრთნელის რანგში დათმო თერთმეტმეტრიანების სერია. ასევე შეგახენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ პენალტების სერიაში აქვს წაგებული. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ჟოზე მადრიდის "რეალს" წვრთნიდა და 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის "ბაიიერნთან"  დამარცხდა.

სხვა სტატიები