Belive

ჟოზე მოურინიოს უცნაური გადაწყვეტილება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ უცნაური და საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო.  პორტუგალიელმა სპეციალისტმა კლუბის ოფიციალურ არხზე, "MUTV"-ზე გუნდის სიახლეების განთავსება აკრძალა. ამის მიზეზად კი დღეს ღამე "არსენალთან" გასამართი მატჩი დაასახელა. მოურინიოს თქმით, მას წარმატების მიღწევა გაუჭირდება. მოურინიო არხს ინფორმაციის გატანაში ადანაშაულებს და "საუთჰემპტონთან" ფრეს სწორედ "MUTV"-ს აბრალებს. მისი თქმით, კლუბის შიდა სამზარეულო გარეთ არ უნდა გავიდეს.

სხვა სტატიები