Belive

ჟოზე: "ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფეხბურთში გამეფებული რასიზმის შესახებ მწუხარებით ისაუბრა. "როცა ასეთი რამ ხდება, ყოველთვის ძალიან ვწუხვარ. მე მხარს ვუჭერ მმართველი ორგანოების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია რასიზმის წინააღმდეგ. ფეხბურთი მიკრო-საზოგადოებაა, რომელსაც დახმარება აუცილებლად სჭირდება, ისევე, როგორც მთლიან საზოგადოებას. უნდა ვებრძოლოთ და აღმოვფხვრათ დისკრიმინაციის ყველა ფორმა. ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება",-თქვა "განსაკუთრებულმა". პრემიერლიგის მე-18 ტურში გამართული ლონდონური დერბის დროს, ორივე გუნდის გულშემატკივარმა მეტოქის ფეხბურთელებს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი სონ ჰიუ-მინს და ანტონიო რუდიგერს.

სხვა სტატიები