Belive

ჟოზემ პირველად წააგო - განსაკუთრებულს კარიერაში ასეთი რამ არასდროს მოსვლია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის პირველ ტურში, "ტოტენჰემი" საშინაო არენაზე "ევერტონთან" - 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის კარიერაში სეზონის გახსნითი პირველი შეხვედრა იყო, რომელშიც მარცხი განიცადა. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა გუნდებმა 18 სეზონში 11-ჯერ იმარჯვეს და 7 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე, ლუკა დინის მიერ ჩაწოდებული საჯარიმოდან დომინიკ კალვერტ-ლუინის თავური დარტყმით გავიდა. მომდევნო ტურში, "დეზების" მეტოქე "საუთჰემპტონი" იქნება, "სენტ-მერიდან" დაბრუნების შემდეგ კი პირველ მატჩს "განსაკუთრებულის" გაწვრთნილები პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ვესტ ბრომთან" გამართავენ.

სხვა სტატიები