Belive

ჟულიო სეზარი, პარკ ჯი სუნგი, შონ რაით-ფილიპსი - სად არიან ისინი?

5 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
მარკ ჰიუზის "ქპრ" რომელიც 2012-2013 წლებში ინგლისის პრემიერლიგიდან გავარდა, მოთამაშეთა სახელებით საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავა. საინტერესოა რა ბედი ეწია იმ ვარსკვლავურ შემადგენლობას რომელიც ლონდონური კლუბის ღირსებას 6 წლის წინ იცავდნენ.

ჟულიო სეზარი ბრაზილიელი მეკარე "ქპრ"-სთვის საკმაოდ სერიოზული შენაძენი იყო, თუმცა მან კლუბის ხსნა ვერ შეძლო. ინგლისური კარიერის შემდეგ მან რამდენიმე კლუბი გამოიცვალა, 2015 წელს ბენფიკას შემადგენლობაში პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეც გახდა, 2018 წელს კი კარიერა სამშობლოში, "ფლამინგოში" დაასრულა.

 

რობერტ გრინი ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე რომელიც ამჟამად 39 წლისაა, "ქპრ"-ში 2012/2013 წლების სეზონის დაწყებამდე გადაბარგდა და სეზონში 16 მატჩი ითამაშა. ამჟამად კი ჩელსის ღირსებას იცავს.

არმან ტრაორე მარცხენა მცველი "ქპრ"-ში 2011 წლის აგვისტოში "არსენალიდან" გადავიდა და კლუბის ძირითადი მარცხენა მცველი გახდა. ის გავარდნის შემდეგაც დარჩა გუნდში, ამჯერად კი თურქულ "რიზესპორში" ასპარეზობს.

ჟოზე ბოსინგვა პორტუგალიელი მარჯვენა მცველმა რომელმაც თავი "ჩელსიში" ასპარეზობით გაითქვა იმ სეზონში "ქპრ"-ში 24 მატჩი ჩაატარა. კლუბის ზოგიერთი გულშემატკივარი ჟოზეს დღემდე ვერ პატიობს იმ საქციელს, როდესაც გავარდნის დღეს გავრცელებულ ვიდეოში იგი იცინოდა. ბოსინგვა 2013 წელს "ტრაბზონში" გადავიდა, სადაც 2016 წელს დაასრულა კიდეც კარიერა.

ფაბიო რაფაელის ტყუპისცალმა ის წელი "ქპრ"-ში იჯარის წესით ითამაშა და 21 მატჩი ჩაატარა, სეზონის დასრულების შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა, ამჟამად იგი ფრანგული "ნანტის" ღირსებას იცავს.

ანტონ ფერდინანდი რიო ფერდინანდის ძმამ იმ სეზონში 13 მატჩი ითამაშა, სეზონის დასრულების შემდეგ კი იჯარის წესით თურქულ "ბურსასპორში" გაანათხოვრეს. ამჟამად იგი შოტლანდიური "სენტ მირენის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

ტალ ბენ ჰაიმი ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მცველმა, "ქუინზ პარკ რეინჯერსში" 2013 წლის იანვარში გადაინაცვლა და სულ სამი მატჩი იტამაშა, ამჟამად იგი იერუსალიმის "ბეითარის" ფეხბურთელია.

ადელ ტაარაბტი ერთ დროს პერსპექტიულმა ფეხბურთელმა რომელიც "მილანსა" და "ტოტენჰემშიც' გამოდიოდა იმ სეზონში 32 მატჩი ითამაშა. მისი კარიერა ისე არ წავიდა როგორც "ქპრ"-ს ფანები ისურვებდნენ, დღეს იგი "ბენფიკა B"-ს ღირსებას იცავს.

სტეფან მბია კამერუნელმა ნახევარმცველმა რომელმაც მოგვიანებით "სევილიაში" იასპარეზა და ევროპა ლიგის გაარჯვებულიც გახდა, იმ სეზონში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად კი ჩინური "ვუჰან ზალის" ღირსებას იცავს .

ესტებან გრანერო მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა იმ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, ბოლო 2 წელია გრანერო "ესპანიოლის" ღირსებას იცავს.

პარკ ჯი სუნგი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ალბათ ყველაზე "წონიანი" ვარსკვლავი იყო ვინს იმ სეზონში ლონდონელთა ღირსებას იცავდა. სეზონის მანძილზე მან 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. კარიერა კი 2014 წელს "პსვ"-ში დაასრულა.

შონ რაით-ფილიპსი ოდესღაც ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი "ქპრ"-ს გადამრჩენელი ვერ გახდა. იმ სეზონში "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა 20 მატჩი ჩაატარა, კარიერა კი 2017 წელს, "ფინიქს რაიზინგში" დაასრულა.

ანდროს თაუსენდი მას შემდეგ რაც თაუსენდმა ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე  თბილისის "დინამო" აიკლო, იჯარის წესით "ქპრ"-ში გადაინაცვლა და იმ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად კი "კრისტალ პალასის" ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტის" ბრწყინვალე გოლიც გაუტანა.

 

ჯერმეინ ჯენასი კიდევ ერთი ფეხბურთელი რომელსაც ერთ დროს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მისი კარიერა სწორედ "ქპრ"-ში დასრულდა 2014 წელს. იმ ავადსახსენებელ სეზონში კი მან 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კირან დაიერი ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ტრავმების გამო იმ სეზონში მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. კარიერა კი 2013 წლის ბოლოს, "მიდლსბროში" დაასრულა.

ბობი ზამორა

ინგლისელმა ფეხბურთელმა იმ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა. "ქპრ"-ში კი 2012-2015 წლებში ასპარეზობდა. კარიერა ზამორამ 2016 წელს "ბრაიტონში"  დაასრულა.

ჯიბრილ სისე საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა იმ სეზონში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2015 წელს მან კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა 2017 წელს ფეხბურთში დაბრუნდა, ამჯამად მას კონტრაქტი იტალიურ "ვიჩენცასთან" აკავშირებს.

ლოიკ რემი ფრანგი ფეხბურთელი ის იშვიათი გამონაკლისია ვისთვისაც "ქპრ"-ში თამაში კარგი ტრამპლინი აღმოჩნდა. რემიმ იმ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა. ამჟამად კი ფრანგული "ლილის" ღირსებას იცავს.

სხვა სტატიები