ზიდანი: “არ ვიცი ხამესი დარჩება თუ არა”

153
ნახვა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ხამეს როდრიგესის გარშემო არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. “ბლანკოსის” თავკაცის მტკიცებით, ხამესის მომავალი გაურკვეველია და ჯერ კიდევ უცნობია დარჩება თუ არა კოლუმბიელი შემტევი “რეალში”.

მარკო ასენსიოს ტრავმამ ხამეს როდრიგესის ტრანსფერი კიდევ უფრო საეჭვო გახადა. კოლუმბიელის გაფორმებას “ნაპოლი” ცდილობს, თუმცა ნეაპოლელებს სამომავლო გამოსყიდვის შესაძლებლობით, ხამესის იჯარით აყვანა სურთ.

“არ ვიცი ხამესი მომავალ სეზონს “რეალში” გაატარებს თუ არა. ამ წუთისათვის მის ტრანსფერზე არ ვფიქრობ. აგვისტოს ბოლომდე შესაძლოა მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს”, – აღნიშნა ზინედინ ზიდანმა.

ესპანური მედია საშუალებების მტკიცებით, “რეალი” ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ 42 მილიონ ევროს ითხოვს.

(153)

ზიდანი: “არ ვიცი ხამესი დარჩება თუ არა”

სტატიის ავტორი
-