Belive

ზიდანი - ასეთი დრამის მოლოდინი არ გვქონდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, "გლადბახი" "რეალს" დაუპირისპირდა. "ბორუსია-პარკზე" გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბი" მარცხს 87-ე და 93-ე წუთებზე გატანილი გოლებით გადაურჩა. მატჩის დასრულების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა სეზონის მძიმე სტარტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რეალის" ფეხბურთელებით ამაყობს. ფრანგმა სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ ასეთი დრამის მოლოდინი არ ჰქონდა.
"ასეთი დრამის მოლოდინი არ მქონდა, თუმცა ჩემმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ მსგავს სიტუაციაში რეაგირების სწრაფად მოხდენა შეუძლიათ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ - თუმცა სამწუხარო შეცდომა დავუშვით, რომელსაც გოლი მოჰყვა. დასანანი ფრის მიუხედავად, ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ყველასთვის ძალიან მძიმე წელი იქნება, თუმცა "რეალის" თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ", - აღნიშნა ზინედინ ზიდანმა.

სხვა სტატიები