ზიდანი: “ასეთი გუნდი საგოლე შანსებს უნდა ქმნიდეს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, “პარი სენ-ჟერმენთან” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (3:0) განცხადება გააკეთა.

“პარიზელებმა ყველა კომპონენტში გვაჯობეს. ყველაზე დასანანია ის, რომ პსჟ ჩვენს კართან ბევრ მომენტს ქმნიდა. ასეთ მარცხთან შეგუება ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ შაბათს თამაში გველოდება და ყურადღება მთლიანად მასზე უნდა გადავიტანოთ.

ჩვენ ვერ შევძელით, მეტოქეზე ზეწოლა მოგვეხდინა და მათი საჯარიმოს სიახლოვეს გვეთამაშა. ასევე აღსანიშნავია, რომ პარიზელებმა ინდივიდუალურ დაპირისპირებაშიც გვაჯობეს. მათ გამარჯვება 100%-ით დაიმსახურეს.

უცნაურია ის ფაქტი, რომ მოედანზე ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობდა, თუმცა მათ საგოლე მომენტების შექმნა ვერ მოახერხეს. ზოგადად, ეს “რეალის” ფეხბურთელებს არ ახასიათებთ,” განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

 

ასევე იხილეთ: ბეილის ულამაზესი გოლი VAR-მა გააუქმა (ვიდეო)

(76)

ზიდანი: “ასეთი გუნდი საგოლე შანსებს უნდა ქმნიდეს”

სტატიის ავტორი
-